ჰემპელის ინდუსტრიული საღებავები

ჩვენ ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს საქართველოში

დამცავი საშუალებები პორტებისა და კონტეინერებისათვის

მაქსიმალური დაცვა

გემებისა და მცურავი საშუალებების დამცავი საღებავები

ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისაკენ


 

                შპს "ჯი თი ეს გრუპი"

          HEMPEL-ის ოფიციალური 

     წარმომადგენელი საქართველოში

 

                    

 

 

 

 

 

  

 

   

        დაფარვის სისტემა 12944

 

 

       

 

 

 
 
ინდუსტრიული საღებავები

HEMPEL-ის დამცავი საღებავები და გრუნტები

 ბოლო პირის საღებავები მაღალ აგრესიულ გარემოში:                             

HEMPATHANE TOPCOAT – 55210 ორკომპონენტიანი, ნახევრად პრიალა, პოლიურეთანის საღებავი მაღალი ფერითა და სიპრიალით. გამოიყენება როგორც ბოლო პირის საღებავი მეტალის კონსტრუქციებისთვის მაღალ აგრესიულ გარემოში. ფერი: თეთრი და ნებისმიერი სხვა; დაფარვის არეალი: 1 ლიტრი - 11კვ.მ-მდე.

იხილეთ ტექ.რუქა


HEMPATHANE TOPCOAT – 55610 - ორკომპონენტიანი, ნახევრად პრიალა პოლიურეთანის საღებავი განსაკუთრებით მედეგი ფერითა და სიპრიალით. შეიცავს ცინკის ფოსფატს, გამოიყენება, როგორც ბოლო პირის საღებავი მეტალის კონსტრუქციებისთვის მაღალ აგრესიულ გარემოში, თუმცა საშუალოდ აგრესიულ გარემოში დასაშვებია პირდაპირ მეტალზე გამოყენებაც. ფერი: თეთრი და ნებისმიერი სხვა; დაფარვის არეალი 1 ლიტრი - 10კვ.მ-მდე.

 იხილეთ ტექ.რუქა


 გრუნტები მაღალ აგრესიული გარემოსთვის:

HEMPADUR MASTIC – 45880 – ორკომპონენტიანი ეპოქსიდური გრუნტ- საღებავი, რომელიც გამოიყენება, როგორც პირველ პირად და შუალედურ ფენად, ასევე, ბოლო პირის საღებავად მაშინ, როცა ვიზუალურ მხარესთან შედარებით მტკიცე ზედაპირი და საიმედო დაცვა უფრო მნიშვნელოვანია. აქვს გამოყენების ფართო სპექტრი: მეტალის წყალქვეშა კორპუსიდან დაწყებული, ვაგონებისა და ცისტერნების შიგნითა ზედაპირით დამთავრებული. დაფარვის არეალი: 1 ლიტრი - 7კვ.მ-მდე.

 იხილეთ ტექ.რუქა


 HEMPADUR FAST DRY – 15560 ორკომპონენტიანი სწრაფად შრობადი ეპოქსიდური ცინკის ფოსფატის შემცველი გრუნტი, რომელიც გამოიყენება 

მაშინ, როცა მნიშვნელოვანია ზედაპირის საიმედო დაცვა მტკიცე საფარით და სწრაფად გაშრობა (მაგ. ქარხნულ პირობებში). გამოიყენება მაღალ აგრესიულ გარემოში. დაფარვის არეალი: დაფარვის არეალი: 1 ლიტრი - 7კვ.მ-მდე. 

იხილეთ ტექ.რუქა


 HEMPADUR ZINC – 17360 – ორკომპონენტიანი ეპოქსიდური საღებავი ცინკის მაღალი შემცველობით. გამოიყენება გრუნტის სახით მაღალეფექტურ ეპოქსიდურ-პოლიურეთანით დაფარვის სისტემებში ღია ატმოსფერულ პირობებში ექსპლოატაციისთვის მაღალ და განსაკუთრებით მაღალ აგრესიულ გარემოში. დაფარვის ასეალი: 1 ლიტრი = 13 კვ.მ.-მდე.

იხილეთ ტექ.რუქა


  HEMPEL'S SPEED-DRY ALKYD 43140 უკვე MULTI TINT სისტემაში - გააფერადე სამყარო!

ერთკომპონენტიანი უნივერსალური სწრაფად შრობადი გრუნტ-ემალი, რომელიც გამოიყენება ზოგადი დანიშნულების მთელი რიგი ტიპის მსუბუქ და მძიმე მეტალის კონსტრუქციებზე. ცინკ-ფოსფატის შემცველობა აძლევს მას სიმტკიცეს და ეფექტური ანტიკოროზიული დაცვის უნარს. MULTI-TINT სისტემის წყალობით, პროდუქტს უკვე ფერთა ფართო არჩევანი აქვს. 

 იხილეთ ტექ.რუქა


HEMPADUR AvantGuard 750 - აქტივირებული ცინკი შემცველი ორკომპონენტიანი ეპოქსიდური გრუნტი, რომელიც პასუხობს ISO 12944 მოთხოვნებს.

იხილეთ ტექ.რუქა


 HEMPAQUICK PRIMER 13300 ალკიდური სწრაფად შრობადი გრუნტი, შეიცავს ცინკის ფოსფატს. გამოიყენება როგორც ძალიან სწრაფად შრობადი გრუნტი მექანიზმებისა და მეტალის ნაგებობების დასაცავად დაბალ აგრესიულ გარემოში.

იხილეთ ტექ.რუქა


 HEMPADUR 15553ორკომპონენტიანი, ეპოქსიდური მასალა. შეიცავს ცინკის ფოსფატს, აქვს ადგეზიური მახასიათებლები. მაგრდება უარყოფითი ტემპერატურის პირობებშიც კი: -10ºС-მდე. გამოიყენება როგორც გრუნტი შემდეგი სისტემებისათვის: HEMPADUR, HEMPATEX, HEMPATHANE საშუალოდ აგრესიულ გარემოში.

იხილეთ ტექ.რუქა


 გრუნტები აგურისათვის და ბეტონისათვის

 HEMPEL’S CONTEX SB PRIMER 26600- აკრილის გრუნტი, შემუშავებული

სპეციალურად HEMPEL’S CONTEX ანტიკარბონიზაციული სისტემისათვის.გამოიყენება ბეტონისათვის, აგურისათვის, შელესვისთვის.

იხილეთ ტექ.რუქა

 


 

HEMPEL’S CONTEX SMOOTH 46600 - აკრილის გამხსნელიანი ფინალური ფენა, CONTEX ანტიკარბონიზაციულ სისტემებში გამოსაყენებლად. საფარი არის წყალგაუმტარი, პრიალა და გლუვი. გამოიყენება ბეტონისათვის, აგურისათვის, შელესვისთვის.

იხილეთ ტექ.რუქა


 საღებავები სასმელი წყლის ცისტერნების დასაფარად

HEMPADUR 35560 - ორკომპონენტიანი ეპოქსიდური საღებავი, რომელიც არ საჭიროებს გამხსნელს. ქმნის მედეგ საფარს მტკნარი წყლის მიმართ

იხილეთ ტექ.რუქა

 


 ცეცხლგამძლე საღებავი HEMPACORE 

HEMPEL-ის ცეცხლგამძლე საღებავი HEMPACORE დიდი გამოცდილების მქონე პროდუქტია, გამოიყენება ხანძრისაგან გამოწვეული საფრთხის შესამცირებლად სამოქალაქო და ინდუსტრიულ მშენებლობაში და უზრუნველყოფს საცხოვრებელი და კომერციული შენობების, აეროპორტების, სადგურებისა და სტადიონების კონსტრუქციების 600°С ტემპერატურამდე დაცვას 120 წუთამდე დროის განმავლობაში. 

 იხილეთ ტექ.რუქა


 HEMPACORE ONE FD 43601სწრაფად შრობადი, ერთკომპონენტიანი, ფიზიკურად გამაგრებადი, ცეცხლგამძლე საფარი. გამოყენებადია როგორც ქარხნებში, ისევე ღია სივრცეებში. გამოიყენება გარე მეტალოკონსტრუქციებისათვის. უზრუნველყოფს კონსტრუქციების 600°С ტემპერატურამდე დაცვას 120 წუთამდე დროის განმავლობაში.

იხილეთ ტექ.რუქა


 საზღვაო საღებავები

HEMPEL-ის საზღვაო საღებავები შეესაბამებაIMO-PSPC (International Maritime Organization Performance Standard for Protective Coatings) საერთაშორისო სტანდარტს, რაც სრულიად გამორიცხავს ეკოლოგიური დაბინძურების მინიმალურ შესაძლებლობასაც კი. HEMPEL-ის საზღვაო პროდუქტები ამცირებს საზღვაო ტრანსპორტის საწვავის მოხმარებას, ტექნიკური განახლების საჭიროებასა და დოკის ხარჯებს.

HEMPADUR QUATTRO – 17634 - ორკომპონენტიანი, უნივერსალური ეპოქსიდური გრუნტ-საღებავი, რომელიც ქმნის მყარ და მტკიცე საფარს, გამოირჩევა მაღალი აბრაზიული, ზღვის წყლისა და ნავთობპროდუქტების მიმართ მედეგობით. გამოიყენება გემის ძირის, სატვირთო ცისტერნების შესაღებად.

იხილეთ ტექ.რუქა


 

HEMPEL'S ANTIFOULING OLYMPIC+ 72950 – მაღალი სიმკვრივის მქონე პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია გემის ძირის შესაღებად. მასალის სტრუქტურა გამორიცხავს გემის ძირზე რაიმე ცოცხალი ორგანიზმების მიკვრას.

იხილეთ ტექ.რუქა

 


 

 HEMPAGUARD X7 89900 ეს არის HEMPEL ის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტი საზღვაო საღებავებში. გამოიყენება ნებისმიერი სიჩქარით მოძრავი მცურავი საშუალების მთლიანი წყალქვეშა კორპუსის შესაღებად. ეს სილიკონიზ ბაზაზე დამზადებული მაღალეფექტური ეკო საღებავია, რომელიც დოკის საჭიროების ინტერვალს ზრდის 90 თვემდე. საკონტეინერო ხომალდის HYUNDAI GENERAL-ის მთლიანი წყალქვეშა კორპუსი 2014 წელს მისი ექსპლოატაციის მანძილზე მესამედ შეიღება HEMPEL-ის საღებავებით, ბოლოს გამოყენებულ იქნა HEMPAGUARD X7 89900.

იხილეთ ტექ.რუქა 


 

 HEMPALIN ENAMEL 52140 აკრილური, პრიალა, ელასტიური ემალი. გამოირჩევა ატმოსფერული ზემოქმედების, მარილიანი წყლის, მინერალური ზეთებისა და ალიფატური ნახშირწყლების მიმართ მედეგობით. გამოიყენება როგორც ბოლო პირის საღებავი, როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის, როგორც მეტალის, ასევე ზის ზედაპირებისთვის აგრესიულ გარემოში. განკუთვნილია გემბანისთვის, სამანქანო ნაწილის, ძირითადი ძრავის და სხვა დამხმარე მოწყობილობებისთვის.

 იხილეთ ტექ.რუქა


 2015 წლის სიახლე! - HEMPADUR EASY 47700 საზღვაო გრუნტი

HEMPADUR EASY 47700 გრუნტი "ყველა სეზონი" - ნებისმიერ კლიმატურ პირობებში გამოყენებადი ორკომპონენტიანი ეპოქსიდური საზღვაო გრუნტ-საღებავი, საიმედო საფარი სატვირთო გემებისთვის, ტანკერებისთვის და ნებისმიერი სხვა ტიპის მეტალის კონსტრუქციისთვის, რომლის ექსპლოატაციაც ხდება აგრესიულ გარემოში. გამოიყენება როგორც გემის წყალქვეშა, ასევე წყალსზედა ნაწილისთვის.მნიშვნელოვანია მისი ზედაპირის მიმართ ტოლერანტობა: როგორც აღმდგენი ფუნქციის მქონე პროდუქტი, ზედაპრი, რომელზეც ამ საღებასვ დავიტანთ, შესაძლოა არ იყოს ისეალურად დამუშავებული. 

იხილეთ ტექ.რუქა


  

HEMPADUR 45182– ორკომპონენტიანი მოდიფიცირებული ეპოქსიდური მასალა. გამოიყენება როგორც შუალედური ფენა ეპოქსიდურ და ფიზიკურად შრობად საღებავებს შორის. გემმშენებლობაში ასევე გამოიყენება როგორც შუალედური ფენა ფინალურ დაფარვამდე.

 

იხილეთ ტექ.რუქა


  სპეც საღებავები ნავთობ ტერმინალების რეზერვუარების შიდა გარსისათვის

 

HEMPADUR LTC 15030 – ორკომპონენტიანი, ეპოქსიდური ქვანახშირის საღებავი. ქმნის მედეგ ფენას მარილიანი წყლის, ნავთობისა და სხვა ნივთიერებების მიმართ. უზრუნველყოფს ფოლადისა და ბეტონის ხანგრძლივვადიან დაცვას აგრესიულ კოროზიულ გარემოში. გამოიყენება ისეთ ზედაპირებზე, რომლებსაც მუდმივი კონტაქტი აქვთ წყალთან, გამოიყენება ნავთობცისტერნებისა და წყლის რეზერვუარების შიდა ნაწილის შესაღებად, ისეთ გარემო პირობებში, სადაც ტემპერატურა 10ºС-ზე ნაკლებია

იხილეთ ტექ.რუქა


 

 HEMPADUR 85671 – ორკომპონენტიანი, ეპოქსიდ-ფენოლის მასალა მაღალი ადგეზიითა და მედეგობით მაღალი ტემპერატურის, წყლისა და ქიმიკატების მიმართ. გამოიყენება როგორც ცხელი წყლის, მარილიანი ხსნარებისა და ნავთობის ცისტერნების შიდა ნაწილის საფარი. ასევე შესაძლებელია გამოყენება სასმელი წყლის ცისტერნის შიდა ნაწილის საფარად.

 იხილეთ ტექ.რუქა


 

 HEMPEL'S LIGHT CLEAN 99350 – კონცენტრირებული ტუტე-გამწმენდი, რომელიც არ შეიცავს გამხსნელს, დამზადებულია ემულგატორების, აქტიური ნივთიერებებისა და წყლის საფუძველზე. გამოიყენება შეღებილი ზედაპირების გასაწმენდად ხელმეორე შეღებვის წინ. განსაკუთრებით გამოსადეგია ჭუჭყის, ჭვარტლისა და ულტრაიისფერი სხივებისაგან დაზიანებული საღებავის ფენების მოსაშორებლად.

იხილეთ ტექ.რუქა